caucasianmosaic.com   caucasianmosaic.com   caucasianmosaic.com   caucasianmosaic.com
  • caucasian mosaic
  • caucasian mosaic
  • caucasian mosaic
  • caucasian mosaic
  • caucasian mosaic
 კავკასიური მოზაიკა
[24/10/2016]

2016 წლის 2 ივლისს ა(ა)იპ „კავკასიურმა მოზაიკამ“, ხელმძღვანელი ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნაირა ბეპიევი, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ჩაატარა ღონისძიება "მშვიდობის გზავნილები"; მოაწყო ფოტოგამოფენა  „ქართულ-ოსური ურთიერთობების ქრონიკები საოჯახო ალბომებიდან";  გამართა კონცერტი ( მხატვრული კითხვა, ქართული და ოსური სიმღერები, ცეკვები), რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და ოსი მომღერლები (ანსამბლი "ნართები", ინდივიდუალური შემსრულებლები: კ. ქელეხსაევი, თ. ჯიოევი), მოცეკვავეები, მხატვრული სიტყვის ოსტატები.

კავკასიური მოზაიკა
[25/05/2016]

მიმდინარე წლის 29 მარტს ა(ა)იპ “კავკასიურმა მოზაიკამ” (თავმჯდომარე ნ. ბეპიევი) საქართველოს   კულტურულ   ურთიერთობათა   ცენტრ   ”კავკასიურ   სახლში”   ჩაატარა   კულტურულ-საგანმანათლებლო   ღონისძიება:   დარბაზში   მოეწყო   ქართულ-ოსური   ურთიერთობის   ამსახველი ფოტოგამოფენა,   სადაც   საოჯახო   ალბომებიდან   შერჩეული   სურათები   იყო   გამოფენილი.

კავკასიური მოზაიკა
[25/06/2014]

2014 წლის 5 ივნისს, 17 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (თსუ პირველი კორპუსი)  გაიმართა ნართების ეპოსის ორენოვანი გამოცემისა და ოსურ-ქართული და ქართულ-ოსური ლექსიკონების მეორე გამოცემის პრეზენტაცია.

კავკასიური მოზაიკა
[10/12/2012]

ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საჯარო სკოლაში გაიმართა გამოჩენილი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 153 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება _ “კოსტაობა”.

 

ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საჯარო სკოლაში გაიმართა გამოჩენილი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 153 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება _ “კოსტაობა”.

კოსტა ხეთაგუროვის იუბილე აღინიშნება საერთაშორისო ორგანიზაციაკავკასიური მოზაიკას” (თავმჯდომარე ნაირა ბეპიევი) ინიციატივით. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები თბილისიდან, ვლადიკავკაზიდან, საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან. ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს, რეინტეგრაციის სამინისტროს პასუხისმგებელი პირები, ასევე -ევროკავშირის წარმომადგენლები.

 კოსტაობაზეჩატარდა საზეიმო კონცერტი, ჭიდაობა, დოღი, ქართული და ოსური კულინარიის დეგუსტაცია.

[19/09/2012]

ააიპ „კავკასიური მოზაიკას“ ახალგაზრდული ცენტრი მონაწილეობდა 2012 წლის 17-22 აგვისტოს ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში, სადაც ახალგაზრდებისათვის ტრენინგი გაიმართა. ტრეინინგების მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება და განათლება ტრეფიკინგის პრევენციისთვის.

კავკასიური მოზაიკა
[16/05/2012]

გიორგი ბესთაუთი 80 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური მოზაიკა” (ხელმძღვანელი ნ. ბეპიევი) 2012 წლის 16 მაისს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ლადო გუდიაშვილის ქ. 7) აწყობს ოსი პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი ბესთაუთის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს.

კავკასიური მოზაიკა
[23/04/2012]

2012 წლის 18-19 მაისს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიური მოზაიკას” თავმჯდომარემ, პროფ. ნაირა ბეპიევმა და წევრებმა ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები კახეთის ოსურ სკოლებში ჩაიტანეს.

კავკასიური მოზაიკა
[20/04/2012]

2012 წლის 5 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონების პრეზენტაცია გაიმართა.

კავკასიური მოზაიკა
[11/12/2011]

თბილისის მეთერთმეტე საჯარო სკოლაში 2007 წლიდან ფუნქციონიერებს ოსური საკვირაო სკოლა, სადაც მოზარდები სწავლობენ ოსურ ენას, ქართულ-ოსურ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობებს; აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი წრეები  (გამოყენებით  ხელოვნებაში, სპორტში, მუსიკაში).

კავკასიური მოზაიკა
[15/03/2012]

წიგნი გამოდის ევროკავშირის, გაერთიანებული ერების  განვითარების პროგრამის:  “ნდობის  მშენებლობის ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM)” მხარდაჭეერით. წიგნი გამოიცა ოსი და ქართველი მეცნიერების, სწავლულების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად.